საინვესტიციო პროექტი „გუდაური ჰილსი“ არის მრავალფუნქციური აპარტ-ჰოტელი გუდაურში, რომელიც სთავაზობს მომხმარებელს აპარტმენტის ტიპის ნომრებს მაღალი ხარისხის რემონტით, მოპირკეთებულს ევროპული მასალებით და მოწყობილს თანამედროვე ტექნიკითა და ინვენტარით.
კომპანიას გააჩნია სამშენებლო ბაზარზე მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება. მაღალკვალიფიციური პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდის მიერ განხორციელებულია არაერთი წარმატებული პროექტი, რომელთა შორის არის გუდაურში 90 ბინიანი დასრულებული საცხოვრებელი სახლი, 121 ნომრიანი სასტუმრო და 29 ოთახიანი აპარტოტელი.
კომპანიამ გუდაურში განახორციელა 62 აპარტამენტიანი თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით მოწყობილი სასტუმროს ტიპის აპარტოტელის მშენებლობა, სადაც, უძრავი ქონების შეძენით, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, გახდეთ „გუდაური ჰილსი“-ს როგორც ბინადარი, ამავდროულად – გრძელვადიანი პარტნიორი. სურვილის შემთხვევაში “გუდაური ჰილსი“ უზრუნველყოფს აპარტამენტის გაქირავებას, რითაც მფლობელს უჩნდება სტაბილური შემოსავლის წყარო.
კომპლექსს გააჩნია ექსკლუზიური მდებარეობა. იგი განთავსებულია რამდენიმე მეტრში როგორც საავტომობილო გზიდან, ასევე პირველი სათხილამურო ტრასიდან: Ski-in/Ski-out კონცეფციით პირველ საბაგიროსთან. შენობა მდებარეობს ზღვის დონიდან 2070 მეტრზე და აქვს განსაკუთრებული ხედი კავკასიონის ქედზე.
პროექტის შესახებ:
- შენობა წარმოადგენს 6 სართულიან მრავალბინიან სასტუმროს ტიპის საცხოვრებელ კომპლექსს, რომელსაც გააჩნია, ლობი, რეცეფცია, რესტორანი, თხილამურების შესანახი ოთახი და გარე ავტოსადგომი;
- შენობა დაპროექტებულია მთავრობის 41-ე დადგენილების შესაბამისად, თანამედროვე სასტუმროს სტანდარტების გათვალისწინებით, განსაკუთრებით, უსაფრთხოების ნორმების დაცვით;
- შენობა წარმოადგენს რკინა-ბეტონის კარკასულ კონსტრუქციას, მოპირკეთებულს მაღალ ხარისხიანი, ენერგო ეფექტური, ეკოლოგიურად სუფთა, ევროპული წარმოშობის მასალებით, რომელიც აღჭურვილია დაცვისა და უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით;
- დათბუნებული ფასადი უზრუნველყოფს შენობის ეფექტურ ექსპლუატაციასა და კომუნალური დანახარჯების 40%-მდე ეკონომიას;
- აპარტამენტები ბარდება სრულად გარემონტებულ მდგომარეობაში. ქირავნობის ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში აპარტამენტი ბარდება სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი ავეჯით, პირველადი ტექნიკითა და საყოფაცხოვრებო ინვენტარით.
დასრულებული პროექტები გუდაურში
90 ბინიანი საცხოვრებელი სახლი და 121 ნომრიანი სასტუმრო
“გუდაური ჰილს აპარტოტელი”