Q
თავად უნდა ვმართო აპარტამენტი?
Aარა. ეს არის თვითმართვადი ინვესტიცია ინდუსტრიის პროფესიონალების მიერ, რომლებიც ზრუნავენ თქვენს აპარტამენტსა და მის გაქირავებაზე. მყუდროდ მოეწყვეთ და მიეცით საშუალება მენეჯმენტ ჯგუფს, უზრუნველგყოთ დაგეგმილი შემოსავლით.
Q
რა უპირატესობები აქვს გუდაური ჰილსის აპარტამენტის მყიდველს/მესაკუთრეს?
Aმფლობელების განკარგულებაშია მდიდრული დასასვენებელი სახლი პრემიუმ ადგილას. მეპატრონეები, რომლებიც საკუთარ აპარტამენტს რთავენ მენეჯმენტ ჯგუფის გაქირავების პროგრამაში, იღებენ შემოსავალს, რაც ხელს უწყობს საკუთრების ხარჯების დაფარვას.
გუდაური ჰილსს აქვს შესანიშნავი მახასიათებლები და სერვისები, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის მას პოტენციური მყიდველებისა და სტუმრებისთვის. კეთილმოწყობა მოიცავს გამორჩეულ რესტორანსა და ბარს, ლობისა და მისაღებს, მოსახერხებელ პარკინგსა და სათხილამურო სათავსოს. მომსახურებაში შედის კონსიერჟი და სახლის დაცვა.
მფლობელებს შეუძლიათ გადაყიდონ მათი საკუთრება, როცა მოესურვებათ. ამასთან, ისინი ინარჩუნებენ აპარტამენტის ოპერირებისგან მიღებულ ნებისმიერ მოგებას. ამრიგად, ასეთი ტიპის აპარტამენტი აერთიანებს დასასვენებელი სახლის მფლობელობასა და ინვესტიციის შესაძლებლობებს.
Q
შემიძლია, ეტაპობრივი გადახდით შევიძინო?
Aჩვენი პარტნიორი ბანკები დაგეხმარებიან ბინების განვადებით შეძენაში გამარტივებული პირობებით. ჩვენი კომპანია დაგაკავშირებთ იპოთეკური სესხის მენეჯერებთან, რომლებიც სიამოვნებით გაგიწევენ კონსულტაციას.
Q
როგორ შემიძლია საერთაშორისო გადახდების შესრულება?
Aოპერაციები მარტივად შეიძლება განხორციელდეს ნებისმიერი უცხოური ბანკის ანგარიშიდან ნებისმიერი ვალუტით.
Q
შემიძლია ჩემი აპარტამენტის გაყიდვა?
Aსაიჯარო ხელშეკრულების მოქმედების ვადაა 10 წელი. ამ პერიოდის განმავლობაში მესაკუთრეს შეუძლია ბინის გაყიდვა ნებისმიერ ფასად. ერთადერთი პირობაა, რომ მფლობელმა გაყიდოს აპარტამენტი იმავე პირობების შესაბამისად, რაც მან გააფორმა საიჯარო ხელშეკრულების დადებისას. ეს პროცედურა ჩვენი კომპანიის მიერ არ სრულდება. როდესაც ახალი მყიდველი გამოჩნდება, კომპანია ერთვება ისეთ პროცედურებში, როგორიცაა საიჯარო და მომსახურების ხელშეკრულებები.
Q
აკონტროლებს თუ არა მესაკუთრე ბინის დატვირთულობას, ან როგორ შეუძლია მესაკუთრეს გააკონტროლოს თავისი ბინა?
Aჩვენ ვიყენებთ უახლეს პროგრამულ უზრუნველყოფას, რომლის საშუალებითაც მესაკუთრეებს შეუძლიათ შევიდნენ პირადი ანგარიშის საშუალებით და დაინახონ, ბინა ქირავდება თუ არა კონკრეტულ თარიღებში, რა ფასად არის გაქირავებული და რა ვადით.
Q
რა უპირატესობა აქვს გუდაური ჰილსის მენეჯმენტ გუნდს ამ სერვისში და რას მოიცავს ის?
Aბინის ქირაობასთან და მენეჯმენტთან დაკავშირებული ყველა საკითხი უზრუნველყოფილია ჩვენი მენეჯმენტის გუნდის მიერ. ქირიდან მიღებული თანხის პროცენტი (თანხა მითითებულია ხელშეკრულებაში) კომპანიას რჩება, როგორც საკომისიო. ამ თანხაში შედის სტუმრების დახვედრა-შეგებება, ბინის მომსახურება, ბინის დაჯავშნის ყველა ეტაპის მართვა და ვებ-საიტების (Booking, Airbnb და ა.შ.) დაჯავშნის კომისიები. ამასთან, თუ ბინაში რამე დაზიანდება, მას ანაზღაურებს მენეჯმენტ გუნდი, რაც თავის მხრივ ბინის მესაკუთრეს თავიდან აცილებს უხერხულობასა და გაუთვალისწინებელ ხარჯებს. ეს საშუალებას აძლევს სახლის მეპატრონეებს, რომლებიც სხვა ქალაქში ან ქვეყანაში იმყოფებიან, ან მათ, ვისთვისაც სამართავად საჭირო დრო და რესურსები უაღრესად მნიშვნელოვანია, იყვნენ მშვიდად დ აუღელვებლად მიიღონ დაგეგმილი შემოსავალი.